იტალიაში მაფიოზური დაჯგუფების 60-მდე წევრი დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად რომის ერთ-ერთ გარეუბანში მაფიოზური დაჯგუფების 58 წევრი დააკავეს. ამის შესახებ რომის პოლიცია იუწყება.

ესპანეთისა და იტალიის პოლიციური უწყებების ერთობლივი სპეცოპერაცია რომის გარდა სარდინიაზე, მოლიზესა და პიემონტის რეგიონებში და ესპანეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

პოლიციის ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფება მონტესპაკატოს რაიონს აკონტროლებდა და გამოძალვით, ნარკოტიკებით ვაჭრობით და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. დაკავებულებს ასევე ბრალი ადამიანის გატაცებაში, იარაღის ტარებასა და თაღლითობაში ედებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა