ლევან დავითაშვილი თინა ბოკუჩავას - დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ

დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

თინა ბოკუჩავა კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ექსპერტების მოსაზრებით, ხეების გადატანისას რეკულტივაციის გეგმები არ სრულდება. ამასთან, დეპუტატმა ლევან დავითაშვილისგან მოითხოვა პირადი მოსაზრების დაფიქსირება „ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რაც ხეების გადატანას უკავშირდება, გზების და სხვა მრავალი დაზიანებებით“.

ლევან დავითაშვილის განცხადებებით, ის ე.წ. ეკოლოგიური კატასტროფები, რაზეც ბოკუჩავა საუბრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება და „ეს ყველაფერი ასე არ არის“.

“ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეათანხმოს გადატანის, ან რეკულტივაციის გეგმები. ნებართვების გაცემის გეგმებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. კანონმდებლობის აღსრულებაზე მონიტორინგს კი ახორციელებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ეს ხდება ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაშიც საუბარია კერძო კომერციულ კომპანიებზე, რომლებიც ატარებენ გადატანის სამუშაოებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძებები, მათ შორის ზიანის თანხის დაანგარიშება მოხდება. თუმცა ეს გეგმები არსებობს და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რეკულტივაციის გეგმები შეასრულონ. რაც შეეხება ხეებს და ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს თქვენც იცით და ამაზე არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გასული თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით, რომ ხდებოდა ვითომდა საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება. ხშირ შემთხვევაში ნაჩვენები იყო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილებით იყო მომხრე, რომ ხეები გაესხვისებინა. ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად. დღევანდელი ფორმატის გამოყენებასაც თქვენ ახდენთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, ვინც ამასთან კავშირში არ არის. დენდროლოგიური პარკი იქნება ქვეყანაში და ეს კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს