რამდენიმე კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს - მაია ცქიტიშვილს, ლევან დავითაშვილს, გიორგი ჩერქეზიშვილს და ნიკოლოზ გაგუას მხარი დაუჭირეს

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს გიორგი ჩერქეზიშვილს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნიკოლოზ გაგუას მხარი დაუჭირეს.

მინისტრობის კანდიდატებს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმინეს.

მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა 44-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 2-მა დეპუტატმა მისცა ხმა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან 2-მა დეპუტატმა შეიკავა თავი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა