მოქალაქეებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებისთვის შეკითხვის დასმის უფლება არ მიეცათ

“ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დასასწრებად, სადაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობის კანდიდატებს უსმენენ, მოქალაქეები მიიყვანა.

ფრაქციის წევრებმა მოითხოვეს, რომ მოქალაქეებს მინისტრობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცემოდათ, თუმცა სხდომის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

როგორც ბესელიამ განმარტა, მოქალაქეებს მინისტრობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმის უფლება აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში დროის ლიმიტის და ბიუროს გადაწყვეტილების გამო, ეს ვერ მოხდებოდა.

“მე კითხვების დასმის საშუალებას ვერ მივცემ, თუმცა არა იმიტომ რომ არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას. გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა სხდომის თავმჯდომარეს შესთავაზეს, რომ ისინი თავიანთ დროს არ გამოიყენებდნენ და სანაცვლოდ მოქალაქეებს მისცემოდათ შესაძლებლობა კითხვების დასმის, თუმცა ფრაქციამ ამაზე თანხმობა ვერ მიიღო.

მოქალაქეები მინისტრობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნებიდან ადევნებენ თვალყურს, თუმცა მათ კითხვების დასმის საშუალება არ მიეცემათ.

ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების ნაწილს უსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა