დავით ზალკალიანი - ნატოს სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და დავით ზალკალიანისგან მოითხოვა დაკონკრეტება, თუ რას გულისხმობს ის მომდევნო სამიტზე საქართველოს ადეკვატურად წარმოდგენაში, ასევე რა იგულისხმება ხელშესახებ შედეგში.

„რა შანსები აქვს ქვეყანას, რომ მომდევნო სამიტიდან წამოიღოს კონკრეტული შედეგი. რას გულისხმობთ, რომ ადეკვატურად წარმოდგენილი იყოს ქვეყანა?“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„მოლოდინზე აქტიურად გვაქვს საუბარი. ამ მოლოდინზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი ნატო-საქართველოს ბოლო კომისიის სხდომაზე. მე და იქ დამსწრე კოლეგებს და პარტნიორ ქვეყნებს გვაქვს განცდა, რომ საქართველო ამ სამიტიდან წამოვა ხელშესახები შედეგით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა