უკრაინის პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ჩხუბი მოხდა

უკრაინის პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ჩხუბი მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ომის ვეტერანებმა დღეს გრუშევსკის ქუჩა გადაკეტეს და ხელისუფლებას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. სავარაუდოდ, შეტაკების შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.

მომიტინგეებთან გამოვიდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ირინა გერაშჩენკო და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

„მინდა ვთხოვო აქციის ხელმძღვანელებს, ჩამოაყალიბონ საინიციატივო ჯგუფი და ერთად შევიდეთ პარლამენტში. შემდეგ, როდესაც შესვენება გამოცხადდება, ჩვენ ერთად გამოვალთ და მუშაობის შედეგებს გაგაცნობთ“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა