კახა კახიშვილი - კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება - ისინი ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს

კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში, ამიტომ საჭიროა თანამედროვე შეთავაზებები. ისინიც ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კახიშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციხე აღარ უნდა იყოს იზოლირების და დასჯის ადგილი.

„პენიტენციური სისტემა არის სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, უნდა იყოს ჩარჩოებში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებში, მაგრამ ამავდროულად, ვინაიდან ეს არის სარეჟიმო დაწესებულებები, ბუნებრივია, იქ ასევე პროპორციულად უნდა იყოს დაცული რეჟიმისა და უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები. კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში. ამიტომ საჭიროა თანამედროვე შეთავაზებები. ისინიც ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოვიყვანოთ მათი გავლენებისგან. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანს საშუალება, სასჯელი მოიხადოს ნორმალურ პირობებში, ჩაერთოს რეაბილიტაციის პროგრამებში და ციხე აღარ იყოს იზოლირების და დასჯის ადგილი“, - განაცხადა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა