ნიკოლოზ გაგუა – შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს სრულად პასუხობს

საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო, მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენციის მიუხედავად, შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების 9-10 პროცენტიან ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ სოციალური ხარჯები მშპ-ის ზრდის პროპორციულად გაიზრდება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გაგუას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ჩარჩო გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მშპ-თან მიმართებაში, მთავრობა კვლავ იქნება სოციალურად ორიენტირებული.

„სოციალური უზურნველყოფის მუხლით, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით, რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს და ქვეყნის განვითარების მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება დადასტურდა ქვეყნის მე-5 ადგილით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვივალობის შეფასებით და PEFA-ს ანგარიშით,“ - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა