მამუკა ბახტაძე - საჭიროა ვიყოთ ეფექტურები, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან რეალური სიკეთის მიღებამდე დრო იყოს მაქსიმალურად მოკლე

საჭიროა ვიყოთ ეფექტურები, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან რეალური სიკეთის მიღებამდე დრო იყოს მაქსიმალურად მოკლე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ახალი ხედვის მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

„ჩემი ხედვის მთავარი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები ამ თვალსაზრისით და ბუნებრივია ეს კიდევ უნდა გავაძლიეროთ.

ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა ეკონომიკური ხასიათის. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომელიც დაგვეხმარება დავამარცხოთ მთავარი ეკონომიკური გამოწვევა - სიღარიბე.

რაც შეეხება მცირე ზომის მთავრობას, ამაზე ბევრი ითქვა. ჩვენ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ რეფორმები ეფექტურად განვახორციელოთ და სამთავრობო უწყებების ოპერატიულობა გაიზარდოს.

ამასთან, უმნიშვნელოვანესი პრინციპია ახალგაზრდებზე, ინოვაციურობასა და განათლებაზე ორიენტირება. სწორედ ახალგაზრდული შემართება, რაც დღეს არის საზოგადოებაში, გახდება იმის ფუნდამენტი, რომ საქართველო შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში.

სწორედ ეს გვაქვს შეთავაზება აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ერთობლივი ძალებით ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა