მამუკა ბახტაძე - გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით

გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის ხედვის მთავარი პრინციპია ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება.

“ამ ფასეულობების დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესება ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს მოითხოვს ჩვენს პოლიციაში. თქვენ კარგად იცით, გიორგი გახარიამ წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, როგორც თვისობრივ, ასევე, ხარისხობრივ გაუმჯობესებას. აქ მე მინდა, რამდენიმე მომენტს შევეხო. პირველი მათგანი თქვენთვის უკვე ცნობილია, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით - მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი პოლიციელების ხელფასები 250 ლარით გაიზრდება. ამასთან ერთად, მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების სასიცოცხლო მნიშვნელობას, სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო უკონტაქტო და ფარული პატრულირების სისტემის დანერგვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა. ეს დღეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე განვახორციელეთ ინვესტიციები და რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციების განხორციელება - ე.წ. ჭკვიანი კამერები და ბევრი სხვა ტექნოლოგია, რომლებიც მნიშვნელოვანწილად იძლევა პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მამუკა ბახტაძემ სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების კიდევ უფრო გაძლიერებას და განმტკიცებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ესეც ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ჩვენ, ყველას ერთად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც გიორგი გახარია ამ რეფორმებს ახორციელებს, რა დარგშიც, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და იმ რეფორმათა პაკეტი, რომელიც სრულად პასუხობს გამოწვევებს, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, დღეს, 21-ე საუკუნეში, ვერ შევქმნით ეფექტიან პოლიციას, თუ არ გვექნება შესაბამისი ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ გვაქვს სრული განცდა იმისა, რომ წარმოდგენილი რეფორმათა პაკეტი ადეკვატურად პასუხობს ყველა გამოწვევას, ხოლო ის ინვესტიციები, რასაც ჩვენ განვახორციელებთ აღჭურვილობაში, საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა