აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერის მოადგილე შეხვდა

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს, რომლებიც დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ და აქციას მართავდნენ, ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა შეხვდა.

უგულავას თქმით, მოქალაქეები დათანხმდნენ, რომ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს, რომლის შემდეგაც გადაწყდება, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სოციალური საცხოვრისის აღდგენაზე. მანამდე კი, როგორც მერის მოადგილე აცხადებს, დაწყებულია სასწრაფო გადაუდებელი სამუშაოები, რათა იქ ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენდეს ადამიანებისთვის.

შპს „სანომ“ უკვე დაიწყო შენობის გამაგრება, რომელმაც გასულ წელს ააშენა აღნიშნული სოციალური საცხოვრისი. აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და შენობიდან მათ გაყვანას მოითხოვენ, კვლავ საცხოვრისში დაბრუნდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა