გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის

გიორგი გახარია შემჭიდროებული ვადებით ხსნის იმ ფაქტს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ყველა ნიუანსი თავიდანვე არ იყო გამოძიებული

გახარიას თქმით, დღეს „შს სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში“. შს მინისტრობის კანდიდატი ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, აქ კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო კომისიის მუშაობაში. კომისია იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, შს სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ეს იყო უმძიმესი დღეები დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ შს სამინისტროს უდიდესი პრობლემა ჰქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები მთლიანად მთელ სამინისტროში და ქალაქის პოლიციაში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა კანონმდებლობის მხრიდანაც შეზღუდული ვიყავით. ისინი არიან არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და ამიტომ ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე. როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ გაგრძელებული და გამოყოფილი გამოძიების პროცესში ჩვენ უკვე ახალი ბრალდებულები გვყავს. სასამართლო პროცესში ძალიან ბევრი ახალი ჩვენებები გამოჩნდა და ეს იყო, რის გამოც ახალი ბრალდებულები გაჩნდა. ამ საქმეზე უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. დღეს გამოძიება და შს სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება, დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროებული დროების ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. ამიტომ ახლა გთხოვთ, ამ თემაზე მეტი არ გავაგრძელოთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, შსს ღიად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომისიასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა