მამუკა ბახტაძე “ნაციონალურ მოძრაობას” - 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან

2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვას, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს გადაურიცხავს.

“თქვენ 2012 წელს, იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ. ეს ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი, ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა სწორედ ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, რომელმაც საშუალება მისცა მოქალაქეებს, მიეღოთ ისეთი სამედიცინო სერვისები, რომელიც აუცილებელი იყო მათი სიცოცხლისთვის.

“თუ მე სწორად მესმის, თქვენი შეკითხვის კონტექსტი იყო, რომ ამან გამოიწვია სოციალური ხარჯების გაზრდა და დიახ, გამოიწვია იმიტომ, რომ უნდა გამოეწვია. იმიტომ, რომ ადამიანზე და მის სიცოცხლეზე მაღლა არ დგას არაფერი. აქვე, ბუნებრივია, თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას, რომ რატომ არ უნდა იყოს ის უფრო მასშტაბური და ეფექტური, ჯერ მასშტაბურიდან დავიწყოთ. საქართველოში საგადასახადო წნეხი ეკონომიკაზე არის დაახლოებით 25%, რომელიც ითვლება საკმაოდ დაბალი გადასახადების რეჟიმად. ჩვენ, რისი უფლებაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენ თავს, ასეთი მიდგომის პირობებში, ვაკეთებთ მაქსიმუმს ამ კუთხით და მცირე მთავრობის იდეის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს გახლავთ, რომ თუ ჩვენ მაქსიმუმ ზღვარს მთლიან შიდა ეკონომიკასთან მიმართებაში დავაწესებთ 3.9%-ს, ეკონომიკასთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვათავისუფლოთ რესურსები მომავალში, 100-120 მილიონი ლარის ოდენობით და დამატებით მივმართოთ ხელახლა სოციალურ პოლიტიკაში, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს არაფერი დაუფინანსებია, მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა დავიწყო ჩამოთვლა იმ პროექტებისა, რომელიც აქვს განხორციელებული ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში - დაწყებული კულტურისა და სპორტის ობიექტების და ჩვენი ძეგლების აღდგენით და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე არაფერი არ გაუკეთებია ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის თქვენი პოლიტიკური განცხადება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას ობიექტურად შეაფასებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა