ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მხოლოდ ერთ საკითხზე - მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გარდა, მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.

ყველა სხვა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი არიან მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც სამინისტროებს აქამდე ხელმძღვანელობდნენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება და მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

დღეს მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში მოუსმინეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში