მამუკა ბახტაძე - მე ნამდვილად არ ვაპირებ გაგცეთ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ იქნება იმ მთავრობაში წარმოდგენილი, რომელსაც ორ ან სამ კვირაში წარმოვადგენთ

მე ნამდვილად არ ვაპირებ გაგცეთ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ იქნება იმ მთავრობაში წარმოდგენილი, რომელსაც ორ ან სამ კვირაში წარმოვადგენთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამომდინარე, შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრების მიერ თანამდებობების შენარჩუნებას ეხებოდა.

„თქვენ არ დააკონკრეტეთ, თუ რომელ სისტემაში იყო პრობლემა, თუმცა არის ორი უწყება, სადაც ეს პრობლემა პოტენციურად იდგა. ერთი არის შსს, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას და ახლაც აწარმოებს და მეორე არის პროკურატურა. მე მაქვს კითხვა, როგორც წარმოდგენილი მთავრობის ახალ მეთაურთან, ორი მინისტრია წარმოდგენილი, რომელიც მაშინაც იყო ხელმძღვანელობაში და ახლაც ვხედავთ, რომ დარბაზში არიან. რამდენიმე კვირაში რომ წარმოადგენთ მთავრობას კიდევ, ეს ორი მინისტრი, რომელიც იმ პერიოდში ერთი, შს მინისტრი, ხელმძღვანელობდა უწყებას, წულუკიანის უწყება კი ზედამხედველობდა პროკურატურას, ეს ორი ადამიანი იქნება თუ არა წარმოდგენილი?!“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამის პასუხად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრის რანგში, ამაზე საუბარი მისი მხრიდან დღეს არაკორექტულია. „ბატონო სერგი მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, თუ ვინ იქნება იმ მთავრობაში წარმოდგენილი, რომელსაც ორ ან სამ კვირაში ჩვენ წარმოვადგენთ. ეს ნამდვილად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან და არაეთიკური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა