დონალდ ტრამპი - უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების დაკავების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რომლებიც უკანონოდ კვეთენ შტატების ტერიტორიას.

„ყოველთვის უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასი მათი მშობლების მხრიდან იგზავნება ძალიან საშიშ მოგზაურობაში და მხოლოდ 2 ათასი მიდის მშობლებთან ერთად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ ეცადა შემოსულიყო ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად“ ,- დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ამჟამად კონგრესს საუკეთესო შესაძლებლობა აქვს შეცვალოს სასაცილო და მოძველებული სამიგრაციო კანონები.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკას ძლიერი უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს თავის საზღვრებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა