კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„ჩვენი ბავშვებისთვის მარიხუანას შოვნა ძალიან ადვილი იყო, ისევე როგორც დამნაშავეებისთვის - სარგებლის მიღება. დღეს ჩვენ ამას ვცვლით. მარიხუანას ლეგალიზაციისა და ბაზრის რეგულირების ჩვენი გეგმა სენატმა დაამტკიცა“, - წერს ტრიუდო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„როიტერსის“ ინფორმაციით, კანონპროექტს 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 29 წავიდა.

ახალი კანონი ძალაში 2-3 თვის ვადაში შევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა