გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ შეზღუდა. კახეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეზღუდვის გამო თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით შეეძლოთ სარგებლობა.