ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა მკვეთრად უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია გადაწყვეტილების დროულად მიღება.
„ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უკვე დიდი ხანია არის საუბარი და არსებული სიტუაცია არაფერი კარგის მომტანი არ იქნება. ბუნებრივია, არსებობს რისკებიც, მაგრამ სწორედ ეს არის ხელისუფლების ამოცანა. ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა მკვეთრად უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება",- განაცხადა გიგი წერეთელმა.