ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი. ციხელაშვილმა მის მიერ წარდგენილ პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

„გუშინ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, ერთგვარი ანაგარიშიც და სამომავლო პროგრამა. ყველა ის მიმართულება, რომელზეც იყო საუბარი, არის მნიშვნელოვანი. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არის ურყევი, უცვლელი და თანმიმდევრული და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალშიც.

უკვე არსებობს ამ სამშვიდობო მისიის იმპლემენტაციის გეგმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა