სალომე სამადაშვილი - პრემიერობის კანდიდატი არსებულ გამოწვევებზე არანაირ ხედვას არ ფლობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არანაირ ხედვას არ ფლობს იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკას და ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს უკავშირდება.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოვუსმინეთ, რომელიც არც ერთი მიმართულებით არანაირ გამოცდილებას და არანაირ ხედვას არ ფლობს, რაც ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა. ეს შეეხება როგორც ეკონომიკას, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს. ეს იქნება უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, უშიშროება და ა.შ.“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის წარმოდგენილი კანდიდატურები ცვლილებების თაობაზე საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. „ეს იუსტიციის მინისტრსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეხება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

„რაც შეეხება მცირე მთავრობას, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას მხარს ყოველთვის ვუჭერთ, მაგრამ ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია, ქვეყანაში მნიშვნელოვან სახელმწიფო მიმართულებებს დააზიანებს, როგორიცაა განათლება და კულტურა. მხარს ვერც ამ ცვლილებებს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა