პროკურორები და გამომძიებლები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ეტაპობრივ სწავლებას გადიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პროექტის მიზანი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და პროფესიული საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა. ტრენინგები ევროკავშირის პროექტთან ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა“ თანამშრომლობით ხორციელდება.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე სპეციალური სასწავლო მოდული საქართველოს პროკურატურაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით დაინერგა. სასწავლო პროგრამა მოიცავს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ცნებას, მიკერძოების მოტივის ინდიკატორებს, საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ სამართლებრივ ჩარჩოს, მოტივის მტკიცებულებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული სწავლებით.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამის დანერგვას წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი უსწრებდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა