მამუკა ბახტაძე - ქართულ კულტურას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და ის უნდა გახდეს ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება

ქართულ კულტურას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და ის უნდა გახდეს ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, ქართული კულტურა ქვეყნის თვითმყოფადობისა და იდენტობის მთავარი ღერძია და ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.

“ჩვენი მთავრობის მიზანი იქნება მოვუაროთ, შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური საგანძური, ამავე დროს უზრუნველვყოთ ჩვენი კულტურის ფართოდ წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, დაიმკვიდროს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი ევროპულ ცივილიზაციაში. ამავე დროს, ამას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და კულტურა უნდა გახდეს ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება. მთავრობა ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტისა და პროფესიული სპორტის იმ სახეობებს, რომლებშიც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა