კონკურსში „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018“-ში გამარჯვებული გუნდი ევროპაში გაემგზავრება

კონკურსში „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018“-ში გამარჯვებული გუნდი ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,,კრისტალის“ დაფინანსებით ევროპაში სოციალური მეწარმეობის ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2012 წლიდან იმართება. მათივე ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მასში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსი ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. პროცესში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და ემუშავათ როგორც სოციალურ მეწარმეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შერჩეული გუნდებისთვის მოეწყო ექსკურსიები ქვეყნის მასშტაბით არსებულ სოციალურ საწარმოებში, სადაც მათ მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციების შესახებ.

“უკვე მეორე წელია ფოთის პორტი მხარს უჭერს სტუდენტებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სტუდენტურმა გუნდებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს სოციალური საწარმოებთან, იზრუნეს საწარმოს პრობლემური საკითხის მოგვარებაზე და მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანეს სოციალურ საწარმოებს საქართველოში. მოხარულნი ვართ პროექტის შედეგებით და ვულოცავთ ყველა მონაწილეს ამ წარმატებას“, - აღნიშნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომუნიკაციებისა და კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.

მისივე ინფორმაციით, ჟიურის გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე გავიდა გუნდი ,,ნოუ ჰაუ“ - სოციალური საწარმო ,,ნუკრიანის სახელოსნო, მეორე ადგილზე - ,,სინერგია“ - სოციალური საწარმო ,,მწვანე საჩუქარი“, ხოლო მესამე ადგილზე ,,რაკედანი“-სოციალური კაფე ,,რვას +1“.

2018 წლის სტუდენტური კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა