მამუკა ბახტაძე - თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია, თვისობრივად და ხარისხობრივად ჩვენი პოლიცია ავიდეს ახალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას გავუსვა ხაზი, ეს იყო ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება - წინა წლებში მოგეხსენებათ, რომ ეს კომპონენტი იყო ძალიან დაქვეითებული და ბუნებრივია თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად სრულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ პაკეტის ფარგლებში არის წარმოდგენილი. მეც ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მომავალი თვიდან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ საქმიანობით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში და ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ქვია ჩვენი პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ და მომავალშიც ვაპირებთ იგივე ტემპებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა