გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა.

„უნდა მოვაგვაროთ ამ ტრაგიკულ ინციდენტთან მიმართებით არსებული საკითხები. ჩემი პოზიციაა, რომ ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. მოვისმინეთ ქართული მხარის მოთხოვნები და მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა. ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა.

ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა. ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო