მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებებიდან, რის შემდეგაც ქვეყანამ მიიღო „ე.წ. სესხები 200-300-400 და 500%-ით“

ჭარბვალიანობა არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებებიდან, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა.

ბახტაძის თქმით, სწორედ 2007 წელს ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი მოიხსნა, რის შემდეგაც ქვეყანამ მიღო „ე.წ. სესხები 200-300-400 და 500%-ით“.

„პირველი, ბატონო რომან, რაზეც მინდა გამოგეხმაუროთ, ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, უფრო მეტიც, ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემური რისკი და ამ რისკს სჭირდება შესაბამისი მართვა. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებებიდან, რომლის მიხედვითაც თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი და ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ე.წ. სესხები 200-300-400 და 500%-ით, ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ბ-ნო რომან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი არაერთხელ მოგვიწოდებდა, რომ არ შეიძლება იყოს ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსურ სექტორში, არ შეიძლება ბანკები რეგულირდებოდნენ ერთით, მიკროსაფინანსოები მეორით და კიდევ სხვები განსხვავებულით. ეს არ ხდება არსად, ხომ? თქვენ დასვამთ კითხვას, რატომ არ გავაკეთეთ ეს ადრე? დიახ, ვფიქრობ, რომ მე გავაკეთებდი ადრე, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სანამ ეროვნულ ბანკში არ მოხდა მენეჯმენტის ცვლილება, ეს გაჭირდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთებულიყო ადრე და პრობლემაც ნაკლები იქნებოდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა