არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძეს - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ბატონო მამუკა, ჩვენ გვჭირდება დინამიკა, რომელშიც სალაპარაკო აღარ ექნებათ ბატონ გოცირიძეს, ბატონ ბობოხიძეს და ბატონ მელიას, - ასე მიმართა საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს. მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც აღნიშნული პირების მოსასმენად დრო არავის ექნება.

„ჩვენ გვჭირდება დინამიკა, რომელშიც სალაპარაკო აღარ ექნებათ ბატონ გოცირიძეს, ბატონ ბობოხიძეს და ბატონ მელიას. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პროცესები, სადაც დრო ამ ადამიანების გამოსვლების საყურებლად არავის ექნება. ძალიან გთხოვთ, ჩართეთ ყველა მოქალაქე პროცესში, ვისაც სურს შრომა და სიღარიბის დამარცხება. გთხოვთ გააკეთოთ ეს კონსოლიდაცია და თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, კაბინეტის წევრებთან ერთად, თითოეული მოქალაქე ჩართოთ ამ პროცესში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სასირცხვილოა ოპონენტების მიერ მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაზე საუბარი. „ოპონენტები უკვე ორი დღეა საუბრობენ მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაზე. მე უბრალოდ მათ მაგივრად მრცხვენია იმ შეფასებების, რაც დეპუტატებისგან გაკეთდა. მისი ბიოგრაფია არის სწავლის, მუშაობის და ისეთი მოქალაქის ბიოგრაფია, რომელიც რა თქმა უნდა არ მოეწონება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მოეწონება საზოგადოებას და იმ ახალგაზრდებს, ვისაც დაანონსებულ პროგრამებში ჩართვა სურს. თუ ჩვენ გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ კერპებს, „ევროპული საქართველოს“ სამაგალითო ადამიანებს, თქვენი ბიოგრაფია არ არის ის ცუდი ბიოგრაფია, რაც მათ ლიდერებს ჰქონდათ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა