მამუკა ბახტაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წინამორბედს

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წინამორბედს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ საგარეო წარმატებების შექმნაში, რომელიც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დასკვინითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბახტაძემ პარლამენტს პირობა მისცა, რომ ძალიან მოკლე ვადაში, ორ-სამ კვირაში წარადგენს მთავრობის განახლებული სტრუქტურას, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც ქვეყანას ეკონომიკაში აქვს.

“მინდა გთხოვოთ ნდობა, რომ მომცეთ საშუალება, უმოკლეს ვადაში წარმოვადგინო ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც გაუმკლავდება გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე არსებობს. მე წარმოვადგინე პროგრამა, სადაც მოცემულია ყველა ის ძირითადი რეფორმა და პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომელსაც ჩვენს პროგრამაში განვავითარებთ. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ შევძლებთ, ეფექტურად გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს - ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, იმ ინსტიტუტების განმტკიცება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი მდგრადი განვითარება და მისი ინტეგრაცია ევრტოატლანტიკურ სტრუქტურებში“, - მიმართა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა