რომან გოცირიძე - ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღე, ვინაიდან ახალ მთავრობას ამტკიცებთ. რატომღაც „ტრაურის“ განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არაა სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია. არ ვიცით, ვინ იქნება მინისტრი, ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან. გვინახავს ხომ ფილმები ფიქტიურ ქორწინებაზე, ფიქტიურ ხელშეკრულებაზე, პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზის მინისტრები და არა და არ არიან მინისტრები. გახსოვთ გიორგი შენგელაია რომ თამაშობდა ფილმში „რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ“, პატარძალი არ მოვიდა და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო. აი დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ესაა კომიკური ვითარება“, - განაცხადა გუშინ რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა