ლეილა უმაროვა - გამაგებინონ, სად ჰყავთ ჩემი შვილი და რა მიზეზით

პანკისელი ბესლან წუწაშვილის დედა დღეს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას გეგმავს. ლეილა უმაროვა უწყებას შვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

უმაროვა ფიქრობს, რომ შვილის ადგილსამყოფელის და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებას სუს-ის დახმარებით შეძლებს. "გროზნოში მყავს ნათესავები და ისინი მეხმარებიან. ვეძებთ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ ვერაფერს ვიგებთ. გადავწყვიტე ქართულ მხარეს და უსაფრთოების სამსახურს მივმართო. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ჩემი შვილის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ის საქართველოს მოქალაქეა და ტერორისტი რომ ყოფილიყო ხომ აქვე დაკავებდნენ?! ვითხოვ დახმარებას. გამაგებინონ, სად ჰყავთ ჩემი შვილი და რა მიზეზით", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლეილა უმაროვამ.

ბესლან წუწაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 19 ივნისს გავრცელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ მუთოშვილმა განუცხადა, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დღესაც ის საზღვარზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისელი ბესლან წუწაშვილის ძებნის საქმეში ჩართულია. უწყების ცნობით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა აცნობა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სტრასბურგი და ხვალეო!..
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20 ივნისს შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება, მასა იყო აგრესიული და შეტევაზე გადადიოდა
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს