"მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი - თბილისში მიტოვებული მშენებლობები ე.წ. ბომჟებისა და ნარკომანების თავშესაფრად არის ქცეული

მართლაც წარმოუდგენელია მილიონ-ნახევრიან დედაქალაქში ათწლეულობით იყოს მშენებლობები შეჩერებული, - ამის შესახებ "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როსტომაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარებას უკავშირდება.

"მართლაც წარმოუდგენელია მილიონ-ნახევრიან დედაქალაქში ათწლეულობით იყოს მშენებლობები შეჩერებული. პირველ რიგში, ცუდია შეჩერებული საბინაო მშენებლობა, რომლის გამოც ათასობით და ათიათასობით მოქალაქე ელოდება ბინებს. რაღაცნაირად ამას საშველი უნდა დაადგეს. იქნება ეს განაშენიანების ოპტიმიზაცია თუ ფინანსური დახმარება. ჩემთვის მისასალმებელია, რომ ამ თემაზე მსჯელობა იწყება და ეს ინიციატივა არჩეული მერიდან მოდის,"- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია შეჩერებული მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი იმის გამო, რომ ისინი უსაფრთხო აღარ არის. როგორც როსტომაშვილმა აღნიშნა, მიტოვებული მშენებლობები ე.წ. "ბომჟებისა" და ნარკომანების თავშესაფრად არის ქცეული.

"მგონია, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თავის დროზე კონსერვაციის რეჟიმი არ იყო დაცული და ახლა ის უკვე უსაფრთხო აღარ არის.

არ გინახავთ, რომ შეჩერებულ მშენებლობებში ე.წ. "ბომჟები" ცხოვრობენ? ეს არის გაურკვეველი ადამიანების - ლოთების, ნარკომანების და ა.შ. თავშესაფარი. ესეც იმ სამშენებლო და მიწის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომ ეს ტერიტორია არ იყოს გაურკვეველი ადგილი, რომელიც ტუალეტად არის ქცეული და სადაც ნაგავი და შპრიცები იყრება.

შეჩერებული მშენებლობების პრობლემების მოგვარება 1-2 თვეში მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელია",- განაცხადა როსტომაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა