თბილისის მერია - მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს

დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, “თბილსერვის ჯგუფი“ მოვლა-პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღიურ რეჟიმში ასუფთავებს, ხოლო მორეცხვის სამუშაოებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებიდან გამომდინარე აწარმოებს.

“თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან მხოლოდ 22 მათგანის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, რაც შეეხება დანარჩენს - გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული და მათი მოვლა მესაკუთრეების, მოიჯარეების ვალდებულებაა. ამის მიუხედავად, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ 23 მიწისქვეშა გადასასვლელშიც პერმანენტულად ახორციელებს მორეცხვის და დასუფთავების სამუშაოებს“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა