ერაყის ფედერალურმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვას მხარი დაუჭირა

ერაყის ფედერალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითვალისწინებდა.

ამის შესახებ ტელეარხ Al Hadath-ის ეთერში სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა.

„უზენაესი ფედერალური სასამართლო მხარს უჭერს პარლამენტში მიღებულ ცვლილებას, რომელიც არჩევნების შესახებ კანონს ეხება. ამომრჩეველთა ხმები ხელახლა უნდა გადაითვალონ. ამავდროულად, ძალაში რჩება საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგები“, - განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.

საპარლამენტო არჩევნები ერაყში 12 მაისს, ქვეყნის ტერორისტებისგან გათავისუფლების შემდეგ პირველად გაიმართა. არჩევნების პროცესში გამოიყენებოდა ელექტრონული ურნები და ხმების დათვლის ავტომატიზირებული სისტემა. პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა, ამიტომ ხმების ხელახლა დათვლაა საჭირო.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კოალიციამ, რომელსაც სათავეში პოპულარული შიიტი ღვთისმეტყველი მუქთადა ას-სადრი უდგას, პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის კოალიციამ კი მესამე ადგილი დაიკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა