საბაჟო გამშვებ პუნქტ “კარწახში“ გაზის პისტოლეტი და ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კარწახში გაზის პისტოლეტი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინა. “16 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში “კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ბ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული გაზის პისტოლეტი, ამავე იარაღის 6 ცალი ვაზნა, ასევე ცეცხსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, 12 ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა