სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
“სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს, იმიტომ, რომ 7 თვის წინაც ვნახეთ კვირიკაშვილისგან და არც ერთი კაპიკით არ შემცირებულა ხარჯები. არასწორი პოლიტიკის გააზრება, რაც აქამდე იყო, მე ამ გუნდშიც ვერ მოვისმინე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.