ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს

როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს - მიზანი ეს არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების არსი და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად.

ოხანაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდება სამთავრობო უწყებებში დაგეგმილი ცვლილებები. დეპუტატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცვლილებები იქნება კარგად გააზრებული, გაანალიზებული და საზოგადოების ინტერესებზე გათვლილი.

“ჩვენ მამუკა ბახტაძისგან მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია მოქნილი სამთავრობო გუნდი. მოქნილი სამთავრობო გუნდის იდეა და არსი არის ის, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს სწრაფად და ეფექტურად. სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომლითაც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ჯერ ვერ გეტყვით, რომელ სტრუქტურას როგორი ცვლილება შეეხება, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრ კანონში იქნება ცვლილება შესატანი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა ცალსახად აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი და ამოცანა “ვიღაცის სახლში გაშვება არ არის“.

“ჩვენ დრო სწორედ იმისთვის ავიღეთ, რომ ინტენსიური კონსულტაციების ფარგლებში ყველა გათვლა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავინ დაზიანდეს - არ დაზარალდეს არც პროცესი და არავინ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ მიდის სახლში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა