მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.

პარტიის ინფორმაციით, კონსულტაციები ბიუროს ფორმატში იმართება.

"ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. როგორც იცით, იგეგმება პარტიის გაძლიერება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაო რეჟიმში გავიაროთ სხვადასხვა საკითხი. იცით, რომ სამინისტროების შერწყმასთან დაკავშირებით პაკეტი უნდა მომზადდეს და ამას, ბუნებრივია, სჭირდება კონსულტაციები",- განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, როგორც კილაძემ აღნიშნა, ახალ სახეებთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.

"კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ეს მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია. მისი პრეროგატივაა წამოადგინოს კონკრეტული კანდიდატები",- აღნიშნა კილაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე: იქნება თუ არა მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, კილაძემ უპასუხა: "ეს საკითხიც ბატონი მამუკას გადასწყვეტია".

მედიისთვის კომენტარები კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა