დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა. მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხითმოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური. ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში, სადაც დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის მოთხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოაწყო.

დიდუბის რაიონში, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის გამზირის N1 კორპუსთან და ტერევერკოს შესახვევში მიმდინარეობს, რამდენიმე მისამართზე კი, უკვე დასრულდა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს