ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მეზობლების ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი სოციალურად დაუცველები არიან.