სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს ბრალდების მხარე ოთხი მოწმის დაკითხვას გეგმავს. ასევე პროკურატურა სასამართლოს იმ განაჩენს წარუდგენს მტკიცებულებად, რომლითაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორებს მოწმეების ვინაობა არ დაუსახელებიათ, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღევანდელ პროცესზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი თურქია იკითხება.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თენგიზ კალანდია სწორედ თურქიასთან ერთად მივიდა იმ ადგილას, სადაც ხორავას ქუჩიდან გაქცევის შემდეგ მიხეილ კალანდია და კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ახლა უკვე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული, იმალებოდნენ. სწორედ თურქიას მანქანით წამოიყვანეს ორივე მოზარდი კალანდიების სახლში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა