ზედაზნის ტყეში, ხვალ საბავშვო ქალაქი - მოკოლენდი გაიხსნება

თბილისის ეროვნულ პარკში, კონკრეტულად კი ზედაზნის ტყეში, ხვალ საბავშვო ქალაქი - მოკოლენდი გაიხსნება. პროექტი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციამ, შპს „სანტეს“ დაფინანსებით განახორციელა.

ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია და ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე კი მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი, სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური საპიკნიკე უმასპინძლებს.

„ზაფხულის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა, ლოკომოკოს ბილიკზე მისვლა მსურველებს, მათთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს შეეძლებათ. მათ საინფორმაციო დაფებზე სახალისო, გონიერი და ოჯახური თამაშები დახვდებათ“, - აცნობეს „ინტერპრესნიუსს“ საბავშვო ქალაქის პროექტის ორგანიზატორებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა