გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები განსახილველია, მაგრამ არ მგონია, რომ პარლამენტი, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა იყვნენ ამ სერიოზული სეგმენტის მართვიდან ჩამოცილებული და ეს სეგმენტი უნდა გადაეცეს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც ჩემი აზრით, სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, მანამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა დღეს განმარტა, რომ არასამთავრობოების ნაწილმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც პროკურორის არჩევის წესის და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაა გათვალისწინებული.

„გაუგებარია ასევე, თუ რატომ უნდა იყვნენ დეპუტატები საპროკურორო საბჭოს წევრები. ეს საბჭო არის ერთპარტიული და რა სიკეთის მომტანიც არის, კარგად ვხედავთ. შეიძლება ვისაუბროთ პროკურორების რიცხვზეც საპროკურორო საბჭოში და ეს ძალიან ბევრია. ეს მოდელიც უნდა შეიცვალოს. გვაქვს კიდევ წინადადებები, მაგალითად, საპროკურორო საბჭოში არ უნდა იყვნენ დეპუტატები, არც მოსამართლეები და უნდა იყვნენ პროკურორები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დღეს არის -ორი წარმომადგენელი უნდა იქნას არჩეული ომბუდსმენის აპარატთან არსებული კომისიის მიერ, ასევე პარლამენტი უნდა მონაწილეობდეს გარკვეული ფორმით - ნახევარს უნდა ირჩევდეს უმრავლესობის დეპუტატები და ნახევარს ოპოზიცია, ხოლო მათი წარმომადგენლები უნდა იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები და ადვოკატები. ეს მოდელი არის შეთავაზებული, კანონი არის დარეგისტრირებული და უნდა დავიწყოთ დისკუსია", - განაცხადა ტუღუშმა.

უმრავლესობის წევრების და მამუკა ბახტაძის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა - პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა