იან ბრემერი - დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს მაგიდაზე კანფეტები დაუყარა და უთხრა: „აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტისას, კანადაში, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მაგიდაზე ორი კანფეტი დაუდო. ამის შესახებ ევრაზიული ჯგუფის დირექტორმა, პოლიტოლოგმა იან ბრემერმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა.

„ის წამოდგა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, Starbursts-ის ორი კანფეტი ამოიღო, ანგელა მერკელს მაგიდაზე დაუყარა და უთხრა: „აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ“, - განაცხადა ბრემერმა.

ინციდენტი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შორის მძიმე დისკუსიის შემდეგ მოხდა, კერძოდ, როდესაც სამიტის მონაწილეთა აზრი გაიყო აშშ-ევროკავშირს შორის ე.წ. სავაჭრო ომისა და რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების საკითხზე. მისი თქმით, ტრამპმა სამიტი დატოვა და ამერიკის წარმომადგენლებს მოუწოდა, სამიტის კომუნიკესთვის ხელი არ მოეწერათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა