თურქმა სამართალდამცავებმა ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ უშიშროების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, რეიდები რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. ყველა დაკავებული უცხოელია.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი თურქეთში 24 ივნისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.