ზაზა სარალიძე - როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა

როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, იმ ბავშვებმა, რომლებსაც ის მომხდარიდან მალევე თავად გაესაუბრა, გამოძიებას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

„1-ელ დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გ.ჯ. თავისთავად.

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდა თან. მაინტერესებდა რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს უსმენენ.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება