ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ცერემონიაზე ღონისძიების მნიშვნელობაზე კონკურსის დამაარსებელმა პიანისტმა თამარ ლიჩელმა და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ ისაუბრეს.

საღამოზე მუსიკალური ნომრები ვარსკვლავურმა ჟიურის წევრებმა ალექსანდრე კორსანტიამ, ალექსანდრე გინდინმა, თამარ ლიჩელმა და მეგი ჩიხრაძემ შეასრულეს.

როგორც თამარ ლიჩელმა აღნიშნა, კონკურსის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომაა, რომ 2015 წელს დაარსებული კონკურსი 2 წელიწადში საერთაშორისო გახდა.

„ინტერესი სულ უფრო იზრდება და უფრო მეტი ქვეყნის მონაწილეებიც ერთვებიან. რაც შეეხება ჟიურს, ისინი მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები არიან და მათი ბორჯომში ყოფნა კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კონკურსს.

კონკურსი წელს ფესტივალის სტატუსსაც ატარებს, კონკურსანტების მოსმენებთან ერთად გაიმართება ბექა გოჩიაშვილის, გიგი პიანომენისა და გამარჯვებული მონაწილეების კონცერტები.

საკონკურსო მოსმენებსა და კონცერტებს სასტუმრო Crowne Plaza მასპინძლობს.

ღონისძიების საპრემიო ფონდი 15000 ლარია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესდა.

კონკურსზე ასევე გაიცემა ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ორგანიზაციების მიერ დაწესებული არაერთი ფულადი თუ სხვა სახის სპეციალური პრიზი.

კონკურსი ატარებს გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის (1927-2013) სახელს და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესებას და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა