ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 904 ათასი ლარია.

დასრულებული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ახალი საბავშვო ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა“, - განმარტავენ სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა