დავით საგანელიძემ ინფექციურ საავადმყოფოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის მენეჯმენტთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით 2018 წლის ივნისში კლინიკის ძირითად ნაწილს, კერძოდ, ბავშვთა რესპირატორულ-ვირუსული და ნაწლავური ინფექციების განყოფილებებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ძალისხმევით კი, 2016 წლის მაისში გარემონტდა კლინიკური საავადმყოფოს ერთი კორპუსი, სადაც ბავშვთა ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებებია განთავსებული.

„ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში იყო უმძიმესი სანიტარული და სამუშაო პირობები. ზოგადად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლინიკისთვის აშენდეს ახალი შენობა, რადგან ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ძალიან ძველი და ამორტიზირებულია და შეუძლებელია მისი თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებად გადაქცევა. თუმცა, სანამ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ, „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები და გამოგვესწორებინა მთლიანი სანიტარული მდგომარეობა. შენობა აღვჭურვეთ სათანადო ინვენტარითა და კომუნიკაციებით ისე, რომ არ შეგვიჩერებია საავადმყოფოს ფუნქციონირება. დღეს საავადმყოფო მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ და უსაფრთხოების ნომრებს. ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანი ბავშვთა ინფექციურისთვის ულტრა-თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. თუმცა, ვიდრე აშენდება თნამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო ჩვენ მაქსიმუმალურად ვეცადეთ, პაციენტებისთვის და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პერსონალისთვის ღირსეული პირობები შეგვექმნა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ კლინიკაში ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებისას.

„საპარტნიორო ფონდს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსგან 2015 წელს გადაეცა.

„საპარტნიორო ფონდი“ ელოდება მის მფლობელობაში არსებული სამივე კლინიკის (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ე.წ. ონკოლოგიური-უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და ე.წ. რესპუბლიკური-ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) განვითარების საბოლოო კონცეფციას და როგორც სახელმწიფო საფინანსო ინტიტუტი სამედიცინო დაწესებულებებთნ მიმართებით, იმ პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა