დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე - ხელისუფლება რაღაც ხვრელების ამოვსებას ცდილობს, რომ ნავი წყლით არ აივსოს

ხელისუფლება რაღაც ხვრელების ამოვსებას ცდილობს, რომ ნავი წყლით არ აივსოს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„რაც 6 წელიწადში ვერ გაკეთდა, ის ორ წელიწადში ვეღარ გაკეთდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა 2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი. დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს. თუ ახლა ვინმე მიზნად დაისახავს, რომ ორ წელიწადში ჯადოსნური ჯოხით სასწაული მოახდინოს, ეს ვერ მოხდება. საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს რეალისტური, ზომიერი და მიღწევადი ამოცანები. ეს ამოცანებია სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა